პოლიტიკა

რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგოსისტემის 50 პროცენტი მწყობრიდან გამოვიდა

 რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული სისტემის, თითქმის, 50% მწყობრიდან გამოვიდა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

 როგორც ცნობილია, რუსეთი განაგრძობს სარაკეტო დარტყმებს უკრაინის სამოქალაქო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რითაც ებრძვის მშვიდობიან მოსახლეობას და ართმევს მათ შუქს, წყალს, სითბოს და კომუნიკაციას ზამთრის პერიოდში.

„მხოლოდ 15 ნოემბერს რუსეთმა 100-მდე რაკეტა ესროლა უკრაინის ქალაქებს. ჩვენი ენერგოსისტემის თითქმის ნახევარი გათიშულია“, – დასძინა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.

 

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია