პოლიტიკა

2023 წლიდან ვენეცია გახდება პირველი ქალაქი მსოფლიოში, რომელშიც შესვლის საფასური დაწესდება

2023 წლის იანვრიდან ვენეცია გახდება პირველი ქალაქი მსოფლიოში, რომელშიც შესვლის საფასური დაწესდება. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს. თანხის გადახდა ყველა ტურისტს მოუწევს, ვინც ქალაქში ერთი დღით ჩავა და ღამე არ დარჩება. მერიას სურს, ამ ზომით ქალაქი განადგურებისგან დაიცვას.

ტურისტები 3-დან 10 ევრომდე გადაიხდიან, რაც ვიზიტორთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული, ანუ რაც მეტი ტურისტი იქნება, მით მეტი ეღირება ქალაქში შესვლა. საფასურის გადახდა სპეციალური ვებგვერდის საშუალებით იქნება შესაძლებელი, რის შემდეგაც ვიზიტორი QR კოდს მიიღებს, რომელიც მოთხოვნისთანავე უნდა წარადგინოს. არგადამხდელები 300 ევროს ოდენობით დაჯარიმდებიან. ქალაქში შესვლა ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისა და შშმ პირებისთვის უფასო დარჩება. 55 ათასი მოსახლეობის მქონე ქალაქი ყოველწლიურად 30 მილიონ ტურისტს იღებს.

ხალხის ნაკადი ვენეციაში ნაგავს ტოვებს, ასევე, ხმაურისა და სინათლის დაბინძურების დონეს ზრდის. ეს ყველაფერი ადგილობრივ მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის და ქალაქის კულტურულ-არქიტექტურულ მემკვიდრეობას ზიანს აყენებს.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია