რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის ცენტრში, კომსომოლსკაიას მოედანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ამ დროისთვის, დადასტურებულია ექვსი ადამიანის გარდაცვალება“, – განაცხადა წყარომ „რია ნოვოსტისთან“ საუბარში.
რუსეთის დედაქალაქის ცენტრში, ყვავილების საწყობში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობაში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 42 ერთეული ტექნიკა და 121 პერსონალი.