პოლიტიკა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

 რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

 „დიახ, რა თქმა უნდა, იგეგმება შეხვედრა“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, იგეგმება თუ არა პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში.

 როგორც პესკოვმა აღნიშნა, შეხვედრა 23 ნოემბერს, ერევანშია დაგეგმილი.

ასევე ნახეთ

სომხეთის პარლამენტმა სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

სომხეთის პარლამენტმა სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, – ამის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია