იერუსალიმის შესასვლელთან, ავტობუსის ორ გაჩერებაზე ორი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 13 ადამიანი დაშავდა. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ებრაული მედიის ინფორმაციით, აფეთქებები ჩანთაში დატოვებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო მოხდა.
როგორც ცნობილია, პირველი აფეთქება იერუსალიმის მთავარ შესასვლელთან ახლოს დაახლოებით დილის 7:00-საათისთვის მოხდა. მეორე აფეთქება კი მალევე, იერუსალიმის კიდევ ერთ შესასვლელთან, დილის 7:30 საათისთვის მოხდა.