პოლიტიკა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა

  რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა. როგორც ცნობილია, ის მონაწილეობას მიიღებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გადაუდებელ პრობლემებს განიხილავენ.

როგორც სომხური მედია იუწყება, პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა დღეს ОДКБ-ს სამიტის ფარგლებში იგეგმება.

სომხეთისა და რუსეთის ლიდერების გარდა, ОДКБ-ს სამიტში მონაწილეობას მიიღებენ: ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი.

როგორც მედია წერს, 2022-2023 წლებში ОДКБ-ს თავმჯდომარეობას ბელარუსი გადაიბარებს, რის გამოც პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო იმ პრიორიტეტებს წარადგენს, რომელიც მომავალ წელს განხორციელდება.

ასევე ნახეთ

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისგან ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებას მოითხოვს

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისგან 2025 წლისთვის უფასო ელექტროენერგიის მიწოდებას ითხოვს. აფხაზების მოთხოვნამ რუსი საზოგადოება აღაშფოთა. რუსები …

ჩანთების ონლაინ მაღაზია