გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ნოემბერს დღის ბოლოდან 27 ნოემბრის დღის ბოლომდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მათივე ცნობით, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვაა მოსალოდნელი, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი.
“ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – ამბობენ სააგენტოში.