გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმზ კლევერლი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი „ტვიტერში“ წერს.
„გაერთიანებული სამეფო მხარს დაგიჭერთ მოქმედებით და არა მხოლოდ სიტყვებით. მე დღეს ამას დაგპირდით. გაერთიანებული სამეფო ამ პირობას შეასრულებს“, – აცხადებს ჯეიმზ კლევერლი.
ცნობისთვის, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში იმყოფება. მან უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა, რომელიც მოიცავს სასწრაფო დახმარების 24 მანქანას, 11 სპეცმანქანას, მათ შორის ექვს ჯავშანმანქანას და 3 მილიონი ფუნტი სტერლინგის დაფინანსებას, რომელიც ქვეყანას ომის დაწყების შემდეგ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარება.