პოლიტიკა

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვაია-კახოვკადან კოლაბორანტები გაიყვანეს

 რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვაია-კახოვკადან ყველა კოლაბორანტის ევაკუაცია განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

 როგორც ცნობილია, ქალაქი ყველა აქტიურმა კოლაბორანტმა დატოვა. საუბარია არა მხოლოდ მათზე, ვინც თანამდებობებს იკავებდა საოკუპაციო ადმინისტრაციაში, არამედ მათზეც, ვინც რუსებთან მონაწილეობდა ადგილობრივი მოსახლეობის დარბევაში, ასევე აშინებდა და აიძულებდა მოსახლეობას, მათთან ეთანამშრომლა.

 „ყველა აქტიურმა მოღალატემ დატოვა ქალაქი, რადგან თვლიდა, რომ მისი გათავისუფლება დროის საკითხია“, – აცხადებენ ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრში.

 ცენტრი მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, დატოვონ ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მის დეოკუპაციამდე.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია