„ინდიანა ჯონსის“ მეხუთე ნაწილის – „ბედის ციფერბლატის“ პირველი თიზერ-თრეილერი გამოქვეყნდა.
როგორც ცნობილია, ლეგენდარული არქეოლოგის როლს კვლავ ჰარისონ ფორდი დაუბრუნდა. მასთან ერთად ფილმში ფიბი უოლერ-ბრიჯი, ანტონიო ბანდერასი, ჯონ რის-დევისი, შონეტ რენი ვილსონი და მადს მიკელსენი ითამაშებენ. სურათის რეჟისორი ჯეიმს მენგოლდია.
ფილმი ეკრანებზე 2023 წლის 30 ივნისს გამოვა.