პოლიტიკა

ქართული ოცნების ოფისთან სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

“თავისუფლება მიშას” – ამ ლოზუნგით ქართული ოცნების ოფისთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

სააკაშვილის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეები ორბელიანის მოედნიდან ქართული ოცნების ოფისისკენ მსვლელობით მიემართებიან. სოლიდარობის აქცია 15:00 საათზე დაიწყო.

დღევანდელი აქცია-მსვლელობა ორგანიზებულია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის მიერ.

“ეს არ არის პოლიტიკური აქცია, ეს არ არის პარტიული აქცია, ეს არის ჩვენი ქვეყნის ღირსებისთვის მნიშვნელოვანი სოლიდარობის აქცია, სადაც ვაპროტესტებთ იმას, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს არ ეძლევა ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება. ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ გადარჩეს პრეზიდენტი სააკაშვილი და გადაიყვანონ სამკურნალოდ იმ ქვეყანაში, სადაც შესაძლებელი იქნება ამ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა”, – თქვა ხაბეიშვილმა.

სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელიაც უერთდება. მას მონაწილეობა მსვლელობაში არ მიუღია, თუმცა აქციის მონაწილებს ქართული ოცნების ოფისთან დახვდა. 

“ჩვენ უახლოეს მომავალში ვიხილავთ, მიხეილ სააკაშვილს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ, თუ გადაიყვანენ მას საზღვარგარეთ, რისკენაც მოუწოდებს მთელი საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოება”, – განაცხადა მელიამ.

აქცია-მსვლელობაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, სხვა ოპოზიციური პარტიის წევრები, აქტივისტები და სააკაშვილის მხარდამჭერები მონაწილეობენ. აქცია-მსვლელობისთვის ხალხი რეგიონებიდანაც ჩამოვიდა. 

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია