პოლიტიკა

უკრაინაში კიდევ ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

დღეს უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას მათი თანამებრძოლები ავრცელებენ. უკრაინაში საქართველოს საელჩო დეტალებს არკვევს.

გავრცელებული ინფორმაციით, 5-ვე ქართველი ბახმუტთან რუსეთის მხრიდან საარტილერიო იერიშს შეეწირა. დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი დღეს საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრია.

ოკუპანტები, რომ ბახმუტის ალყაში მოქცევასა და მის ხელში ჩაგდებას გეგმავენ, ეს ინფორმაცია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დილიდან გაავრცელა. ბახმუტი დონეცკის რეგიონის და დონბასის სტრატეგიული წერტილია.

ასევე ნახეთ

საქართველოს საპატრიარქო – დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან

საქართველოს საპატრიარქო  რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებთან დაკავშირებით, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია