პოლიტიკა

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარის დაწესების შესახებ, ძალაში დღეიდან შედის

  როგორც ცნობილია, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარის დაწესების შესახებ, ძალაში დღეიდან შედის.

ასევე ძალაში შედის რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებში საზღვაო ტრანსპორტირების, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ტექნიკური დახმარების, საბროკერო მომსახურების, დაფინანსების ან ფინანსური დახმარების აკრძალვა.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსეთში წარმოებული ან რუსეთიდან ექსპორტირებული ნავთობის და ნავთობპროდუქტების ფასის ზედა ზღვარი ბარელზე 60 დოლარით განისაზღვრა.

ფასის ზღვარი შეიძლება პერიოდულად გადაიხედოს ბაზრის ვითარებასთან ადაპტირების მიზნით, ამიტომ ფასის ზედა ზღვარის ცვლილების შემდეგ 90 დღიანი გარდამავალი პერიოდი დგინდება.

გარდა ამისა, 2023 წლის 5 თებერვლიდან რუსული ნავთობპროდუქტების საზღვაო გადაზიდვის აკრძალვა ამოქმედდება.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია