პოლიტიკა

სერიალ „ტვინ პიქსის“ მსახიობი ალ შტრობელი გარდაიცვალა

 ამერიკელი მსახიობი ალ შტრობელი, რომელმაც სერიალ „ტვინ პიქსში“ ცალხელა კაცის, ფილიპ ჯერარდის როლი შეასრულა, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Deadline-ი წერს.

 სერიალის პროდიუსერის, საბრინა საზერლენდის განცხადებით, ალ შტრობელი 1 დეკემბერს გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.

 ალ შტრობელი სერიალის პირველ და მეორე სეზონებში მონაწილეობდა, რომელიც ეკრანებზე 1990 წელს გამოვიდა. მან ასევე მიიღო მონაწილეობა სრულმეტრაჟიან ფილმში „ტვინ პიქსი: ცეცხლი მომყვება“ (1992) და სერიალის მესამე სეზონში (2017).

ასევე ნახეთ

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია