პოლიტიკა
A

დიმიტრი პესკოვის თქმით, ამ ეტაპზე უკრაინასთან მოლაპარაკების პერსპექტივა არ არსებობს

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ის ეთანხმება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის კომენტარს უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების აუცილებლობის შესახებ, მაგრამ მოსკოვი ამ მომენტში მოლაპარაკებების პერსპექტივას ვერ ხედავს.

„იმაზე, რომ შედეგი უნდა იყოს სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა – შეიძლება დაეთანხმო, მაგრამ რაც შეეხება რაიმე სახის მოლაპარაკების პერსპექტივას, ჩვენ ამ მომენტში ამას ვხედავთ“, – აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებები გამართოს, რუსეთმა უნდა შეასრულოს თავისი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნები.

ცნობისათვის, Wall Street Journal-თან ინტერვიუში ბლინკენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაიწყო ეს ომი და შეუძლია ხვალვე დაასრულოს.

„პრეზიდენტის ზელენსკი აცხადებს, ჩვენ ვაცხადებთ და სხვებიც აცხადებენ, რაღაც მომენტში ეს დასრულდება და თითქმის აუცილებლად დასრულდება დიპლომატიით, მოლაპარაკებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უნდა ვნახოთ სამართლიანი და გრძელვადიანი და არა ყალბი მშვიდობა“, – აღნიშნა ბლინკენმა.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია