პოლიტიკა

ლატვიის შემდეგ დამოუკიდებელი რუსული ტელეარხის, „დოჟდის“ მაუწყებლობა ლიეტუვაშიც შეწყდება

ლატვიის შემდეგ დამოუკიდებელი რუსული ტელეარხის, „დოჟდის“ მაუწყებლობა ლიეტუვაშიც შეწყდება.

ინფორმაციას მედია ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომისიის განცხადებით, ლატვიაში „დოჟდის“ სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების შემდეგ, ის 8 დეკემბრიდან ლიეტუვაში ხელმისაწვდომი აღარ იქნება.

შეგახსენებთ, ლატვიის ელექტრონული მასმედიის ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებელ რუსულ ტელეკომპანია „დოჟდს“ ლიცენზია გაუუქმა. გადაწყვეტილება იმ საფრთხის გამო მიიღეს, რაც ეროვნულ უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს ემუქრება.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია