პოლიტიკა

გიული ალასანია – ჩემი შვილი ისე მძიმე მდგომარეობაშია, ყოველ წუთს შეიძლება უბედურება დატრიალდეს

დიდი დრო არაა გადადების, მაგრამ ეს ჩემი შვილი ისე მძიმე მდგომარეობაშია, ყოველ წუთს შეიძლება უბედურება დატრიალდეს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ალასანიას თქმით, მას მოლოდინზე საუბარი უჭირს.

„ვერაფერს ვვარაუდობ, არანაირი მოლოდინი არ მაქვს. თუ დავუჯერებთ პრემიერ-მინისტრს, მოვისმინეთ რაც მოვისმინეთ. არსებობს სასამართლოც, რომელიც, ჯერჯერობით, არ გამართულა. დიდი დროც არ არის გადადების, დიდი ვადა არაა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს ჩემი შვილი ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, ყოველ წუთს შეიძლება რაღაც უბედურება დატრიალდეს“, – განაცხადა ალასანიამ.

ასევე ნახეთ

მაიკლ ო’ფლაერტი – „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი საქართველოში გამოხატვის თავისუფლებების შეზღუდვების ფართო ნაწილს წარმოადგენს – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცის შევიწროება გრძელდება

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის საქმეზე მესამე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...