Breaking News

Netflix-ის სერიალის „ჩრდილი და ძვალი“ მეორე სეზონი ეკრანებზე მარტში გამოვა

Netflix-ის სერიალის „ჩრდილი და ძვალი“ მეორე სეზონი ეკრანებზე 16 მარტს გამოვა. ამის შესახებ Deadline-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თავიანთ როლებს დაუბრუნდებიან ჯესი მე ლი, ბენ ბარნსი, არჩი რენო, ფედი კარტერტი, ამიტა სუმანი, კიტ იანგი და სხვები.

ახალ სეზონში 8 სერია იქნება. სერიალის გაგრძელება სერვისმა პირველი სეზონის მაღალი რეიტინგის გამო გადაწყვიტა. პირველი 28 დღის განმავლობაში „ჩრდილი და ძვალი“ 55 მილიონ სახლში ნახეს, ის Netflix-ის ტოპ ათეულში 93 ქვეყანაში მოხვდა, 79 მათგანში კი პირველი ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, სერიალი ამერიკელი მწერლის, ლი ბარდუგოს წიგნებზეა დაფუძნებული, რომელთა მოქმედებაც გამოგონილ სამყაროში – გრიშარვესში ვითარდება. ის ტრილოგიას „ჩრდილი და ძვალი“ და დილოგიას „ექვსი ყვავი“ აერთიანებს.

Check Also

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია