პოლიტიკა

ირანში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი სიკვდილით დასაჯეს

ირანში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი სიკვდილით დასაჯეს. BBC-ი ირანულ სასამართლოზე დაყრდნობით იუწყება, რომ მაჯედ რეზა რაჰნავარდი, რომელიც უსაფრთხოების ძალების მკვლელობის და დაჭრისთვის იყო მსჯავრდებული, ქალაქ მაშჰადში ჩამოახრჩეს.

დაახლოებით სამთვიან საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით პირველი მსჯავრდებული ირანში რამდენიმე დღის წინ დასაჯეს სიკვდილით.

ცნობისთვის, ირანში საპროტესტო აქციები სექტემბერში, „მორალის პოლიციის“ მიერ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დაკავებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

ასევე ნახეთ

გერმანიაში, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა

გერმანიაში, მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა. ინფორმაციას გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია