პოლიტიკა

კობა ნაყოფია – „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში ერთადერთი პარტიაა, რომელიც ვიღაცის თანხას არ არის ჩამოკიდებული, ეს არის იდეური, ევროპული სტანდარტების პარტია

პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში ერთადერთია, რომელიც ვიღაცის თანხას არ არის ჩამოკიდებული, ეს არის იდეური, ევროპული სტანდარტების პარტია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ განაცხადა.

„არანაირი თანხები არსად არ გადანაწილებულა. თქვენ ეძებთ რაღაც თანხებს, რომელიც „ნაცმოძრაობაში“ იყო და ეს არარსებულია. „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში ერთადერთი პარტიაა, რომელიც ვიღაცის თანხას არაა ჩამოკიდებული. ეს არის იდეური, ევროპული სტანდარტების პარტია“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ამასთან, ნაყოფიამ კომენტარი გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თანამდებობიდან გადაყენება უნდოდა“.

„პეტრე ცისკარიშვილის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენება არ მომხდარა. ის იკავებს იმ თანამდებობას, რა თანამდებობაზეც იყო, ისევე, როგორც ყველა მდივანი. თავმჯდომარეობის კანდიდატები, ისევე როგორც ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია, გიორგი მუმლაძეც, ალბათ ხალხს შეხვდებიან. ხალხთან შეხვედრების გარეშე არჩევნები არ ჩატარებულა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ.

კობა ნაყოფიამ ასევე აღნიშნა, რომ პარტიის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც ესაუბრა.

„დიახ, მიხეილ სააკაშვილთან პარტიის არჩევნებზე საუბარი იყო. მან მხოლოდ მოისმინა. რა თქმა უნდა, მე ვესაუბრე, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ჩემი მხრიდან, ჩემი მოსაზრება ვუთხარი, მომისმინა ყოველგვარი მოსაზრების გარეშე“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ასევე ნახეთ

ანრი ოხანაშვილი ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარადგინა

ანრი ოხანაშვილი ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარადგინა. “ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, ვემსახურო ჩვენს საზოგადოებას და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია