პოლიტიკა

პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.  როგორც ცნობილია, ფორუმში 45 ქვეყანა და 20 საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობს.

კონფერენციის მიზანია, რუსეთის მხრიდან უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების ფონზე, კიევმა საჭირო დახმარება მიიღოს.

ფორუმი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გახსნა. მან კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა კიევს და დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინაზე. თავის სიტყვაში, მაკრონმა რუსეთის სარაკეტო იერიშებს ომის დანაშაული უწოდა.

კონფერენციის მონაწილეებს დისტანციურად მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე მიტანილი არაერთი დარტყმის შედეგად, 12 მილიონი უკრაინელი ელექტროენერგიის დანაკლისს განიცდის. ზელენსკის თქმით, უკრაინას ახლა სჭირდება ელექტროგენერატორები, ისევე როგორც ჯავშანტექნიკა და ჯავშანჟილეტები სამხედროებისთვის.

კონფერენციას ესწრება უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა და უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი.

 

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია