პოლიტიკა

ევროკომისია, ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, უკრაინისთვის 30 მილიონამდე LED ნათურას დააფინანსებს

ევროკომისია, ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, უკრაინისთვის 30 მილიონამდე LED ნათურას დააფინანსებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერზე“ წერს.

„ჩვენ დავაფინანსებთ 30 მილიონამდე LED ნათურას უკრაინისთვის, ძვირფასი ენერგიის დაზოგვისთვის. როდესაც 50 მილიონი ასეთი ნათურა განლაგდება ჩვენს პარტნიორებთან, ეს დაზოგავს 1 გიგავატს – ატომური სადგურის წლიურ გამომუშავებას! სიბნელის დროს ჩვენ უკრაინელ მეგობრებთან ერთად ვდგავართ“, -აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ცნობისთვის, რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ოქტომბრიდან ფართომასშტაბიან თავდასხმებს ახორციელებს, რასაც კიევი და მისი მოკავშირეები მშვიდობიანი მოსახლეობის დაზარალების მიზნით დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიად აფასებენ.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია