პოლიტიკა

ბექა ოდიშარია პაატა მანჯგალაძეს – ამ სავარძლებიდან მიკროფონებთან რომ ომობთ „დუქნის ლომები“, მართლა თუ გეომება, წადი, გმირი ბიჭების გვერდზე დადექი

ბატონო პაატა მაჯგალაძევ, კამერების გარეშე გმირთა მოედნის ობელისკთან მისული თუ ყოფილხართ? ამ სავარძლებიდან მიკროფონებთან რომ ომობთ, მართლა „დუქნის ლომები“, აბა, წადი ერთი და მართლა თუ გეომება, გმირი ბიჭების გვერდზე დგომა გინდა, ჩვენი საამაყო ბიჭების, მართლა თავისუფალი სამყაროს ღირებულებებისთვის მებრძოლი ბიჭების გვერდზე დასხედით, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა ოდიშარიამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ პაატა მანჯგალაძეს და ოპოზიციის სხვა დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ბექა ოდიშარიას თქმით, მმართველი პარტია მებრძოლ ბიჭებს პატივს სცემს.

„საოცარია რა ყველაფრის სწავლება, მორალის კითხვა ვისგან, და რა მიმართულებით?! ჩვენ რომ მებრძოლებს პატივს ვცემთ, ჩვენ რომ ამას გამოვხატავთ და რა ფორმითაც გამოვხატავთ, სისტემურად, მართლაც ნამდვილი პატრიოტული მიდგომებით ამაზე გენერალმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც ისაუბრა.

„ბატონო პაატა მაჯგალაძევ, კამერების გარეშე გმირთა მოედნის ობელისკთან მისული თუ ყოფილხართ?! საერთოდ, აქედან, ამ სავარძლებიდან და მიკროფონებთან რომ ომობთ, მართლა „დუქნის ლომები“, აბა, წადი ერთი, ადექი და მართლა თუ გეომება და გმირი ბიჭების გვერდზე დგომა გინდა, მართლა ჩვენი საამაყო ბიჭების, თავისუფალი სამყაროს ღირებულებებისთვის მებრძოლი ბიჭების გვერდზე დასხედით“, – განაცხადა ოდიშარიამ.

მან ასევე ისაუბრა უკრაინის ომში წასულ დეპუტატებზე და აღნიშნა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი უკრაინაში „ტიკ-ტოკმეომარი“ იყო.

„სულ ორ „ტიკ-ტოკ“ მეომარს იცნობს ეს ომი, ერთი ჩრდილოთ კავკასიიდან და მეორე – თქვენი „ტიკ-ტოკ“ მეომარი იყო იქ რომ დარბოდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მაგრამ როგორც კი აგრილდა წამობრძანდა. თუ ჩემი ძმა ხარ ერთი, ნაძვის ხეზე რომ ლაპარაკობთ, სახლში არ გაქვთ ნაძვის ხე და არ აუნთეთ თქვენ ბავშვებს? განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში, პირდაპირ კონკრეტული ხელიდან რომ იღებთ გარკვეულ საკვებს, დარწმუნებული ვარ, გაბრდღვიალებული გაქვთ სახლში ნაძვები. უბრალოდ, არ მინდა, თორემ რა სინონიმიც აქვს თქვენ პარტიას „გრინჩები“ თქვენთვის ნამეტანი გაკეთილშობილება იქნება, ან რას ვერჩი იმ „გრინჩებს“, – განაცხადა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, მმართველი პარტია ევროპარლამენტს მიღწეულ პროგრესს აცნობს, ოპოზიცია კი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

„[ამბობთ] ევროპარლამენტარებს ლანძღავთო, ვინ ლანძღავს ევროპარლამენტარებს? ჩვენ ევროპარლამენტარებს დღენიადაგ ვესაუბრებით და კარდაკარ დავდივართ, აგერ არის პარლამენტის თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე და ჩვენი ევროპული მიმართულების გუნდი, კარდაკარ დავდივართ პროგრესს ვაცნობთ, თქვენ კიდევ შეცდომაში შეგყავთ და მერე უბრალო ადამიანების სალანძღავს ხდით. ვინ უფრო მეგობარია ევროპარლამენტის, ჩვენ თუ თქვენ? – მაინტერესებს! მართლა საზღვარი აქვს, რა კვაზი პოლიტიკური საზოგადოება და რა წრე არის?! დასრულებული არ გაქვთ [სიტყვით გამოსვლა პლენარულ ხდომაზე] და გარბიხართ და დგახართ მიკროფონებთან. გვერდში რომ გიზის, კაცს სიტყვა ტოლერანტობის მნიშვნელობა არ ესმის, ის ტოლერანტობაზე გვიკითხავს მორალს. დარწმუნებული ვარ, სამშობლოს გამო ცხოვრებაში ავტომატი ხელში არ გჭერია. სად იყავი 2008 წელს, მე და ჩემი მეგობარი იქ რომ ვიყავით? სხვათა შორის, არც ტელეოპერატორი მახლდა და არც სელფებს ვიღებდი, არც არავის ნებართვა და ორგანიზება დამჭირვებია, სად უნდა წავსულიყავი. ასე რომ, პირში ვარდის წყალი გამოივლეთ, როცა „ოცნებასთან“ მიმართებაში ლაპარაკობთ. თქვენ მაინც ნუ გვასწავლით ჩვენ, მებრძოლი ბიჭების პატივისცემას. მართლა დიდება მებრძოლ ბიჭებს, ცოცხლებს დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა და დაღუპულებს მარადიული ხსოვნა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია