პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურაზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ამ ეტაპზე კონსენსუსი მიღწეული არ არის და დამატებითი შეხვედრა გაიმართება

პარტია „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სახალხო დამცველობის კანდიდატთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის კონსულტაციების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხზე დამატებითი შეხვედრა გაიმართება.

„საერთო განწყობაა, რომ მოხდეს შეთანხმება, რადგან სახალხო დამცველის კონსენსუსური კანდიდატი და სწორი, ნორმალური პროცესი არის ერთ-ერთი, რის საფუძველზეც იქნება გადაწყვეტილება, მივიღებთ, თუ ვერა კანდიდატის სტატუსს. ჩვენ განწყობილი ვართ შეთანხმებისთვის და სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ მონაწილეობას ამ კონსულტაციებში. დღევანდელ შეხვედრაზე ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი, გარდა იმისა, რომ ამ ეტაპზე შეთანხმება არ არის. ერთადერთი, რაზეც შევთანხმდით, არის ის, რომ კიდევ გვექნება შეხვედრა და გავაგრძელებთ პროცესს, რათა მოიძებნოს კონსენსუსური ნაბიჯი ამ პროცესში.

დეტალებში არ შევალ. იცით, რომ ხანგრძლივი შეხვედრა იყო. ჩვენთვის, „ლელოსთვის“ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰყავდეს სახალხო დამცველი, რომლის კანდიდატურა, პრინციპულობა და კვალიფიციურობა ქვეყანას გადაადგმევინებს წინ ნაბიჯს ევროკავშირისკენ. ეს არის ჩვენთვის ამოსავალი წერტილი. ამ ეტაპზე შემიძლია, გითხრათ, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, დღევანდელი შეხვედრის შედეგად, რომელიმე კანდიდატზე კონსენსუსი არ არის. შევთანხმდით, რომ კიდევ გვჭირდება დამატებითი შეხვედრა. ვნახოთ, იქნებ, მივაღწიოთ კონსენსუსს. კონსენსუსი ნიშნავს, რომ რომელიმე კანდიდატის ირგვლივ დაგროვდეს ფართო მხარდაჭერა, ასეთი კანდიდატი ამ ეტაპზე არ იკვეთება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია