ჯეიმს განმა დაადასტურა, რომ Man of Steel-ის შემდეგი ნაწილის გადაღება აღარ იგეგმება და სუპერმენის პერსონაჟის შესახებ ახალი გეგმები გაგვაცნო. მისი თქმით, სუპერმენის ახალგაზრდობის წლებზე ფილმის გადაღებას აპირებს, რომელშიც ჰენრი კავილს ვეღარ ვიხილავთ.
ჯეიმს განმა განაცხადა, რომ მალე ახალ პროექტებზე იწყებს მუშაობას, რის შესახებაც ოფიციალურ განცხადებას შემდეგი წლის დასაწყისში გააკეთებს.
ასევე, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ The Witcher-ის მე-4 სეზონში სერიალის მთავარი გმირის, გერალტის როლს ჰენრი კავილი აღარ შეასრულებს. The Witcher-ის მე-4 სეზონში ჰენრი კავილის ნაცვლად ლიამ ჰემსვორტი ითამაშებს. ჰენრი კავილს The Witcher-ის დატოვების მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ Black Adam-ში სუპერმენის როლის მორგებას აპირებდა.