პოლიტიკა

ჰენრი კევილი საკულტო თამაშის Warhammer 40,000 ადაპტაციაში ითამაშებს

ჰენრი კევილი საკულტო თამაშის Warhammer 40,000 ადაპტაციაში ითამაშებს. ინფორმაცია ამის შესახებ ბრიტანელმა მსახიობმა სოციალურ ქსელებში გააზიარა.

როგორც ირკვევა, შოუს სტუდია Amazon-ი გადაიღებს. ამ ეტაპზე უცნობია რა როლს შეასრულებს კევილი, თუმცა ის მომავალი პროექტის პროდიუსერიც იქნება.

„Warhammer-ის თაყვანისმცემლებს ვპირდები, რომ პატივისცემით მოვეპყრობი თამაშს, რომელიც ჩვენ გვიყვარს. გპირდებით, რომ რაღაც ნაცნობს გავაკეთებ და შევეცდები ფანტასტიკური რამ გაჩვენოთ, რაც ჯერ არავის უნახავს. ჩვენი პირველი ნაბიჯები რეჟისორის და სცენარისტის ძებნა იქნება“, – დაწერა კევილმა.

Warhammer 40,000 კომპანიის Games Workshop მიერ შექმნილი​ სამხედრო-ტაქტიკურ თამაშშია, რომელშიც ბატალიები 41-ე ათასწლეულის გამოგონილი მსოფლიოს არმიებს შორის მიმდინარეობს.

ასევე ნახეთ

„ბლექ სი არენაზე“ OneRepublic-ის, Scorpions-ის და Jungle-ის კონცერტები ჩატარდება

საქართველოში OneRepublic-ის, Scorpions-ისა და Jungle-ის კონცერტები გაიმართება. „ბლექ სი არენაზე“ მათი კონცერტები შემდეგი განრიგით შედგება: …

ჩანთების ონლაინ მაღაზია