პოლიტიკა

22-23 დეკემბერს რიგგარეშე სესიის მოსაწვევად შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტს მიმართავს

22-23 დეკემბერს რიგგარეშე სესიის მოსაწვევად პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს მიმართავს.

”ჩვენ საშემოდგომო სესია დავასრულეთ, მაგრამ რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით უკვე მოგაწოდეთ წინასწარ ინფორმაცია.
დღეს მივმართავ პრეზიდენტს, რომ მოიწვიოს რიგგარეშე სესია. დღის წესრიგში იქნება სახალხო დამცველის არჩევა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა, ცესკო-ს წევრების, თავმჯდომარის არჩევა და რამდენიმე კანონპროექტი, რომელიც მესამე მოსმენით გვაქვს მისაღები. 22-23 დეკემბერს გვექნება რიგგარეშე სესიის ფარგლებში სხდომები. იმედია, ფრაქციები შეძლებენ შეთანხმებას კანდიდატებთან დაკავშირებით და იქნება შესაძლებლობა, რომ კვალიფიციური უმრავლესობით შევარჩიოთ შესაბამისი პირები. გარდა ამისა, დავასრულებთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებას მესამე მოსმენით და ასევე ქალთა მიმართ ძალადობის შესაბამის კანონპროექტს. შესაძლებლობა გვექნება ასევე მოვისმინოთ ანგარიშები. ეროვნული კომუნიკაციის კომისიის 2021 წლის ანგარიში და სტატისტიკის სამსახურის 2021 წლის ანგარიში. ხუთშაბათს გვექნება ბიურო, რომელზეც დავამტკიცებთ რიგგარეშე სესიის დღის წესრიგს“, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე.

ასევე ნახეთ

ბიძინა ივანიშვილი – პირადი შანტაჟის ფონზე, ჩემთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია