პოლიტიკა

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსეთი საკრუიზო რაკეტების დეფიციტს განიცდის

რუსული არმია თანდათან აგვარებს ჯარისკაცების დეფიციტის პრობლემას მობილიზებულთა მოსვლასთან ერთად, მაგრამ მას არ აქვს საკმარისი საბრძოლო მასალა იმისთვის, რომ შეტევაზე გადავიდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი”, ომის 304-ე დღეს, ბრიტანული დაზვერვის ტრადიციული დილის შეჯამების მიხედვით ავრცელებს.

„როგორც ჩანს, რუსეთი განიცდის საკრუიზო რაკეტების დეფიციტს და ამიტომ ზღუდავს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს კვირაში, დაახლოებით, ერთით. მსგავსი სიტუაციაა საარტილერიო ჭურვებთან დაკავშირებით – ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა მოახერხა მათი მარაგების შევსება საკმარის დონეზე ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციებზე გადასასვლელად”, – ნათქვამია მოხსენებაში.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ამას ხელს უშლის გრძელი ფრონტის ხაზის დაუცველობა, რომელიც მოითხოვს დიდი რაოდენობით ჭურვებისა და რაკეტების ყოველდღიურ ხარჯვას მის დასაცავად.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია