რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სანკტ-პეტერბურგში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან ორმხრივ შეხვედრას მართავს.
რუსული მედიის ინფორმაციით, განხილვის მწვავე საკითხი კვლავ მთიანი ყარაბაღის თემა იქნება.
ფაშინიანმა გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსი სამშვიდობოები, სავარაუდოდ, არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს ლაჩინის დერეფნის კონტროლთან დაკავშირებით.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსული სამშვიდობო კონტინგენტი თავის ამოცანებს ასრულებს, მაგრამ „სიტუაცია ძალიან რთულია“.