პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილის პასუხი კითხვაზე, აპირებს თუ არა სააკაშვილის შეწყალებას – მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე არ უპასუხა კითხვას, შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს.

კერძოდ, ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა: „აპირებთ თუ არა სააკაშვილის შეწყალებას, ეს არის მთავარი შეკითხვა და როგორ უპასუხებთ ამას?“

სალომე ზურაბიშვილმა საპასუხოდ აღნიშნა: „მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“.

პრეზიდენტის რეზიდენციასთან დღეს აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მოუწოდებდნენ, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ბრიფინგის გამართვამდე, სალომე ზურაბიშვილი რეზიდენციის ეზოში ჩავიდა და აქციის მონაწილეებს მიმართა.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია