ქ
სააგენტოს ცნობით, გასული წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდში „ქოლდ რივერი“ შეღწევას შეეცადა ბრუკჰეივენის, არგონისა და ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიების შიდა ქსელში. სამივე ლაბორატორია აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
„როიტერმა“ დაადგინა, რომ ჰაკერები ცდილობდნენ, ლაბორატორიების სისტემაში შესვლის ყალბი ეკრანის ჩანერგვითა და თანამშრომლებისთვის ელექტრონული წერილების გაგზავნით ქსელი გაეტეხათ. მედიის ინფორმაციით, დატოვებული ციფრული კვალის საფუძველზე, უსაფრთხოების ექსპერტები სწორედ „ქოლდ რივერის“ დაჯგუფებაზე გავიდნენ.