ვირჯინიას შტატში პოლიციამ დააკავა 6 წლის ბავშვის მას შემდეგ, რაც მან მასწავლებელს ესროლა.
პოლიციის უფროსის სტივ დრიუს ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 14:00 საათზე ქალაქ ნიუპორტ ნიუსის დაწყებით სკოლაში მოხდა. უცნობია როგორ მოხვდა ცეცხლსასროლი იარაღი ბავშვის ხელში, თუმცა დრიუ ამბობს, რომ ეს “შემთხვევითი სროლა” არ ყოფილა.
30 წლის მასწავლებელმა, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიიღო. ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ოფიციალური პირების განმარტებით, სკოლაში, სადაც 550 მოსწავლეა, მეტალების ამოცნობის საშუალებები არის, თუმცა ბავშვები შემთხვევითობის პრინციპით მოწმდებიან.
პოლიციამ უარი თქვა დაესახელებინა იარაღი, რომელიც ინციდენტის დროს იქნა გამოყენებული, თუმცა აღნიშნეს, რომ ბიჭმა პისტოლეტი გამოიყენა.
ნიუპორტ ნიუსი შტატის დედაქალაქ რიჩმონდიდან დაახლოებით 112 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქის მოსახლეობა 180 ათას ადამიანს შეადგენს.