NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თუ მსოფლიოს უკრაინის გადარჩენა სურს, მაშინ მას მხარი უნდა დაუჭირონ. მისი თქმით, იარაღი სწორედ მშვიდობის გზაა.
“ომები არაპროგნოზირებადია. შეუძლებელია იმის თქმა, როდის და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში. მაგრამ რაც ვიცით არის ის, რომ ომების უმეტესობა მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრდება. დიდი ალბათობით, ესეც. რისი მიღწევა შეუძლიათ უკრაინელებს მოლაპარაკებების მაგიდასთან, დამოკიდებულია მათ სიძლიერეზე ბრძოლის ველზე. ასე რომ, თუ გვსურს, უკრაინა გადარჩეს, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, მაშინ მას მხარი უნდა დავუჭიროთ, იარაღი – ფაქტობრივად, მშვიდობის გზაა”, – თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთს მეზობელი ქვეყნების კონტროლი სურს, დემოკრატიასა და თავისუფლებას კი საფრთხედ აღიქვამს. მისი თქმით, ეს რუსეთს დასავლეთთან მუდმივი დაპირისპირების მდგომარეობაში აყენებს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ომის დასრულების შემდეგაც კი, ევროპას რუსეთთან ურთიერთობის პრობლემები ექნება.
“უკრაინულმა ძალებმა რუსეთს უკრაინაში დიდი ზარალი მიაყენეს. მაგრამ რუსებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ მზად არიან დიდ რისკზე წავიდნენ და დიდი ადამიანური ზარალი აიტანონ. მათ უკვე მობილიზებული ჰყავთ 200 000 დამატებითი ჯარისკაცი. გარდა ამისა, ვიცით, რომ მათ შეუძლიათ ბევრი ახალი მასალის შეძენა. რაც მთავარია, არ არსებობს იმის ნიშანი, რომ რუსეთის ამბიციები შეიცვალა”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.