პოლიტიკა

უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენებმა შეხვედრა გამართეს

უკრაინის ომბუდსმენი დმიტრი ლუბინეცი რუსეთის ომბუდსმენს ტატიანა მოსკალკოვას შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას ლუბინეცი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.

„განვიხილეთ ორი ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ჰუმანიტარული პრობლემების და საკითხების ფართო სპექტრი“, – წერს ლუბინეცი.

მისი ცნობით, მხარეებმა გაცვალეს კონკრეტული წინადადებები. უკრაინის ომბუდსმენის ცნობით, ის განაგრძობს თითოეული უკრაინელის დასახმარებლად მუშაობას.

მანამდე რუსეთის ომბუდსმენი აცხადებდა, რომ უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრას თურქეთში დაგეგმილი ფორუმის ფარგლებში აპირებდა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია