პოლიტიკა
FILE - President Joe Biden speaks in the Oval Office of the White House, Tuesday, May 31, 2022, in Washington. The Biden administration is expected to announce it will send Ukraine a small number of high-tech, medium range rocket systems, a critical weapon that Ukrainian leaders have been begging for as they struggle to stall Russian progress in the Donbas, U.S. officials said Tuesday. (AP Photo/Evan Vucci, File)

ჯო ბაიდენის ანალიტიკურ ცენტრსა და კერძო რეზიდენციაში, საერთო ჯამში, 20 საიდუმლო დოკუმენტი აღმოაჩინეს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ანალიტიკურ ცენტრსა და კერძო რეზიდენციაში, საერთო ჯამში, 20 საიდუმლო დოკუმენტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიბიესი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ბაიდენის ავტოფარეხსა და „პენ ბაიდენის ცენტრში“ აღმოჩენილ მასალაში არის ზესაიდუმლო დოკუმენტებიც.

ანონიმური წყარო ამერიკულ მედიასთან აღნიშნავს, რომ ზესაიდუმლო ინფორმაციის გაჟონვამ შეიძლება, „განსაკუთრებულად სერიოზული ზიანი“ გამოიწვიოს.

როგორც „სიბიესი“ წერს, ზესაიდუმლო არის კლასიფიკაციის სამი ძირითადი დონიდან უმაღლესი: კონფიდენციალური, საიდუმლო და ზესაიდუმლო.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა დაასახელა სპეციალური პროკურორი, რობერტ ჰური, რომელიც გამოძიებას ზედამხედველობას გაუწევს.

ასევე ნახეთ

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია