პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის ძმა – მჯერა, არ დავანახებთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ველური საზოგადოება, სადაც პრეზიდენტებს კლავენ

მჯერა, არ დავანახებთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ველური საზოგადოება, სადაც კლავენ პრეზიდენტებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, აქ არის საუბარი არა პოლიტიკური გემოვნების დაცვაზე, არამედ ადამიანის ჯანმრთელობაზე.

„მე, პირადად, ვარ იდეალისტი და მჯერა ადამიანის ჰუმანურობის, კაცთმოყვარეობისა და კიდევ მჯერა, რომ გაიმარჯვებს საღი აზრი, თუნდაც სახელმწიფოებრიობა, სახელმწიფოებრიობის განცდა. არ დავანახებთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ველური საზოგადოება, არ შემდგარი სახელმწიფო, სადაც კლავენ პრეზიდენტებს, სადაც არ უფრთხილდებიან ისტორიას, სადაც არ უფრთხილდებიან წარსულს, აწმყოს და თუნდაც, მომავალს. ეს არის კატასტროფა, რაც ხდება. აქ არ არის საუბარი არანაირი პოლიტიკური გემოვნების დაცვაზე, აქ არის საუბარი ადამიანის ჯანმრთელობაზე ეს არის და ეს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

ასევე ნახეთ

სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთაგან 3 პირი სამართალდამრღვევად ცნო

19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან სამი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია