პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე ნაცმოძრაობაზე: რასაც სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებდნენ, ახლა ერთმანეთის წინააღმდეგ აკეთებენ

ყველა იმ მანკიერებას, რომელიც ზოგადად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირდებოდა, ახლა ისინი ერთმანეთის მიმართ სამტროდ იყენებენ – ის, რასაც სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებენდნენ, ახლა ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებენ, არაფერი ახალი და უცნაური ამ პროცესში ნამდვილდ არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ბოლომდე წარმოაჩინა ამ პოლიტიკურმა ძალამ ის სახე, რომელიც რეალურად გააჩნდა ამ ხნის განმავლობაში“, – აღნიშნა მან.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური კრიზისი გრძელდება – ოპოზიციური პარტია არჩევნებისთვის ემზადება. თავმჯდომარეობის მსურველთა ნაწილი უკვე არალეგიტიმურობაზე საუბრობს. საუბარია ბლოკჩეინ სისტემის გაუმართავობაზე, რომლითაც თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.

მმართველ გუნდში ფიქრობენ რომ ნაცმოძრაობა დაშლის პირასაა და მნიშვნელობა არ აქვს ვინ გახდება პარტიის ახალი თავმჯდომარე. თავმჯდომარეობის ერთერთი კანდიდატი გიორგი მუმლაძემ რეგისტრაციის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე ღიად განაცხადა და მათ გასასწორებლად პარტიას ვადას დღემდე მისცა. არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“ 28-29 იანვარს ჩატარდება.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია