პოლიტიკა

ექიმებმა გოგოს მუცელში მაკრატელი დაუტოვეს – ფოტო

რუსთავის მარდალეიშვილის კლინიკაში 22 წლის ქალს 3 თვის წინ გაკეთებული ქირურგიული ოპერაციის დროს მუცელში ჩატოვებული მაკრატლის ამოსაღებად ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. 

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პაციენტს მაკრატელი მუცელში 3 თვის განმავლობაში ჰქონდა და ამ დროის განმავლობაში, ქალს ტკივილები აწუხებდა, თუმცა მიზეზის დადგენა მხოლოდ გუშინ მოხერხდა. 

როგორც მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, გიორგი ლოლაძემ განაცხადა, კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გოგონას მუცლის ღრუში სამედიცინი ინსტრუმენტი ნამდვილად დარჩა. მისი თქმით, ეს არათუ ერთი ექიმის, არამედ მთელი საოპერაციო ჯგუფის შეცდომაა.

სამედიცინო დირექტორის განცხადებით, 22 წლის გოგოს გუშინდელმა ოპერაციამ, რომელიც მუცლის ღრუდან მაკრატლის ამოსაღებად ჩაუტარდა, კარგად ჩაიარა და ის თავს სტაბილურად გრძნობს.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია