საგარეჯოში დაშავებული ერთერთი პირის მდგომარეობა, რომელსაც თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა, სტაბილურია. ექიმის განცხადებით, პაციენტს კლინიკიდან დღეს გაწერენ.
„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. დღეს ერთ საათში ბინაზე გაეწერება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე. ამ ეტაპზე საჭიროა დაკვირვება“, – განაცხადა რევაზ ომიაძემ.
საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ 5 ადამიანი დაშავდა, 6 კი გარდაიცვალა.
19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს გაუხსნა. გარდაცვლილთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ადამიანია, ერთი – შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელმაც სროლების განხორციელების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.