პოლიტიკა

ათენის აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც შესაძლოა ასაფეთქებელი მოწყობილობა იყოს

საბერძნეთის პოლიცია ათენის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებულ Ryanair-ის თვითმფრინავში ჩხრეკას აწარმოებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, Boeing 737-ის პილოტმა შესაბამის ორგანოებს შეატყობინა, რომ შესაძლოა ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყოს. ამ დროს თვითმფრინავში 190 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.

პოლონეთის ქალაქ კატოვიცედან აფრენილი ხომალდი საბერძნეთში 2 გამანადგურებლის თანხლებით დაეშვა. აეროპორტში მობილიზებული იყო სახანძრო ეკიპაჟები. სამართალდამცველები ჩხრეკდნენ მგზავრებს და მათ ბარგს.

ოფიციალური განმარტებები ამ დრომდე არ გაკეთებულა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი

სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია