პოლიტიკა

საქართველოში, 2022 წლის დეკემბერში, თურქეთიდან შემოსვლის მაჩვენებელი 468%-ით, რუსეთიდან კი 306%-ით გაიზარდა

2022 წლის დეკემბერში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 1 669 005 -ჯერ გადაიკვეთა. აქედან საზღვარი 71%-ის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გადაკვეთეს, 29%-ის შემთხვევაში კი საქართველოს მოქალაქეებმა.

ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია ასახული.

საზღვრის კვეთა ყველაზე ხშირად სარფის სასაზღვრო -გამტარ პუნქტზე დაფიქსირდა. ქვეყანაში შემოსვლის საერთო რაოდენობა 618 875-ს შეადგენს, რაც გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 205,6%-ით გაზრდილია.

ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ გადმოიკვეთა, პირველ ადგილს თურქეთი იკავებს. გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემთან შედარებით, თურქეთიდან შემოსვლის მაჩვენებელი 468%-ით გაიზარდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის დეკემბერში თურქეთიდან საქართველოში 219 756 პირი შემოვიდა.

საქართველოში საზღვრის კვეთის მაჩვენებლით, თურქეთის შემდგომ, მეორე ადგილს რუსეთი იკავებს. რუსეთიდან საქართველოში შემოსვლის მაჩვენებელი წინა წლის დეკემბერთან შედარებით, 306%-ით არის გაზრდილი ანუ მხოლოდ დეკემბერში რუსეთიდან საქართველოში 131 546 პირი შემოვიდა.

კვეთების რაოდენობის მიხედვით, ქვეყნების პირველ ექვსეულში თურქეთისა და რუსეთის შემდგომ, სომხეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, უკრაინა და ევროკავშირის ქვეყნებია.

რაც შეეხებათ საქართველოს მოქალაქეებს 2022 წლის დეკემბერში ქვეყნიდან 233 248 პირი გავიდა, მაშინ როცა იმავე თვეს ქვეყანაში 249 976 პირი შემოვიდა.

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია