ავღანეთში ძლიერ ყინვებს ბოლო ორ კვირაში 158 ადამიანი ემსხვერპლა. ჰაერის ტემპერატურამ აქ მინუს 34 გრადუსი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს ყველაზე ცივი ზამთარია ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილიც, „თალიბანის“ მმართველობის პირობებში, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება გათბობაზე, ქვანახშირზე, ღუმელსა და თბილ ტანსაცმელზე.