პოლიტიკა

საგარეჯოს მერის განცხადებით, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახები მერიისგან 5 000 ლარიან დახმარებას მიიღებენ

საგარეჯოს მერი ავთანდილ გულიკაშვილი აცხადებს, რომ შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახები მერიისგან 5 000 ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ მერმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ამასთან, როგორც ავთანდილ გულიკაშვილმა აღნიშნა, ტრაგედიის დროს დაშავებულ ხუთ ადამიანს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსებით სარეაბილიტაციო და სამედიცინო მკურნალობის ხარჯებს აუნაზღაურებს.

საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი 20 იანვარს გახსნა. სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი და დაიჭრა ხუთი პირი. ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია