პოლიტიკა

ბანგლანდეშში ბიჭი დახუჭობანას თამაშობდა და სხვა ქვეყანაში აღმოჩნდა

ბანგლანდეშში ბიჭი დახუჭობანას თამაშობდა და სხვა ქვეყანაში აღმოჩნდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

17 იანვარს, მალაიზიაში, ქალაქ პორტ-კლანგში პორტის თანამშრომლებმა ბანგლადეშიდან შემოსული გემიდან ტვირთის ჩამოღებისას ერთ-ერთ კონტეინერში გამოფიტული ბავშვი აღმოაჩინეს. მათ იფიქრეს, რომ ბიჭი მოტაცებულია და პოლიცია გამოიძახეს. 

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ ბიჭი ბანგლადეშში, ქალაქ ჩიტაონგში ცხოვრობს. მეგობრებთან დახუჭობანას თამაშის დროს მან სატვირთო კონტეინერში დამალვა გადაწყვიტა, თუმცა ადგილობრივი პორტის თანამშრომლებმა კონტეინერი ჩაკეტეს და მალაიზიაში მიმავალ გემზე განათავსეს. 

ბავშვმა კონტეინერში 6 დღე გაატარა. ბიჭი კლინიკაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უახლოეს პერიოდში მას ბანგლადეშში დააბრუნებენ.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია