პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა, 15 წელია, გაწყვეტილია, რუსეთის ელჩს ვერ დავიბარებთ, რადგან არ არსებობს

კინზინგერის პროპაგანდისტური გზავნილები გვიჩვენებს, რომ მას ფაქტობრივი მდგომარეობა არ აინტერესებს, რადგან საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა, 15 წელია, გაწყვეტილია. ამიტომ საქართველოში რუსეთის ელჩს ვერ დავიბარებთ, რადგან მსგავსი არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებას, სადაც კინზინგერი ამბობს, რომ საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარა „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის ელჩი.

ქადაგიშვილის განცხადებით, კინზინგერი მიკერძოებული პოზიციების მქონე ადამიანია.

„ზოგადად, კინზინგერი მიკერძოებული პოზიციების მქონე ადამიანია და საჭიროდ არ ვთვლი, რომ მის მიკერძოებულ პოზიციაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. შვეიცარიის საელჩოში არის ინტერესთა სექცია, ეს არ არის დიპლომატიური მისია და იქ მომუშავე რუსი დიპლომატები არ წარმოადგენენ იმ სტატუსს, რომელთა მიმართებაშიც შეიძლება გქონდეს პოლიტიკური ან დიპლომატიური დემარში პოლიტიკურ საკითხებზე. ამიტომ, მოგიწოდებთ, საზოგადოება პროპაგანდისტური ლოზუნგებით ნუ შეგყავთ შეცდომაში. როგორ შეიძლება, ჩინოვნიკი პოლიტიკურ დონეზე აიყვანოთ? ახალი თეორია გამოიგონეთ, რომ შვეიცარიის საელჩოსთან არსებული ინტერესთა სექცია გახდეს დიპლომატიური ურთიერთობის და, მით უმეტეს, პოლიტიკური განცხადებების ნაწილი. ამ შემთხვევაში რუსეთის ინტერესებზე ნუ დაასხამთ წყალს. საჭიროდ არ ვთვლი, რომ ადამ კინზინგერის პოპულისტურ განცხადებებზე კომენტარი ვაკეთო. კინზინგერმა თუ იცის, საქართველომ რუსეთთან რამდენჯერ იომა? ბოლოს და ბოლოს, ვინ არის კინზინგერი, რომ საქართველოს კითხვები დაუსვას?“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია