პოლიტიკა

რუისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

რუისთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც გარდაცვლილია ორი და დაშავებულია ერთი ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მერვე ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე ნახეთ

თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა

თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა, რომელიც მის ტანსაცმელში სამედიცინო პერსონალმა აღმოაჩინა. წერილის შინაარსს „პრაიმ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია