პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

ხატია დეკანოიძე ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.

როგორც მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.

არჩევნებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ნონა მამულაშვილი – 3,73%, ნიკა მელია – 40%, გიორგი მუმლაძე – 3.68%, ლევან ხაბეიშვილი – 52,58%.

მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, პარტიის რამდენიმე წევრმა პარტიული თანამდებობები დატოვა. 

ასევე ნახეთ

გიორგი ვაშაძე – სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს! მის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი და ანტიქართული საქციელი

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს. მის წინააღმდეგ ბათუმში მომხდარი თავდასხმა არის სამარცხვინო, მიუღებელი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია