პოლიტიკა

სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერია დღეიდან განცხადებების მიღებას იწყებს.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაფინანსება ეხება რამდენიმე კატეგორიას: სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტებს; მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებს; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს.

მისივე თქმით, აღნიშნულ სამ კატეგორიას სწავლა სამივე აკადემიურ საფეხურზე უფინანსდება.

„გარდა ამისა, სახელმწიფო უნივერსიტეტების წარჩინებული მაგისტრანტებისთვის გაიცემა ფინანსური წახალისება – თბილისის მერიის სტიპენდია. დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ზემოთ ხსენებულ კატეგორიას განეკუთვნებიან. რაც შეეხება დაფინანსების ოდენობას, ეს დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე. ამის გათვალისწინებით, სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ 50, 70 ან 100%-იანი დაფინანსება სემესტრული თანხის ფარგლებში, რომელიც არაუმეტეს 1125 ლარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაინტერესებულმა სტუდენტმა უნდა მიმართონ მერიას, ხოლო რაც შეეხება წარსადგენ დოკუმენტაციას, ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე მიიღებენ.

„2022 წელს გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი და დავამატეთ ახალი მნიშვნელოვანი მიმართულება – მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების და შშმ სტუდენტების სწავლის დაფინანსება. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში გასულ წელს 4 555 სტუდენტს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორის, 3 720 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა, ხოლო 835 წარჩინებულ მაგისტრანტზე გაიცა თბილისის მერიის სტიპენდია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ჩამოთვლილი კატეგორიის სტუდენტებს აღნიშნული პროგრამის გამოყენებისკენ მოუწოდა.

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია