მორიგი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები თურქეთის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა. ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,6 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი ქალაქ გოლბაშისთან იყო. აშშ-ის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,5 მაგნიტუდა იყო.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი 7,7 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, 240-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 920-ს გადააჭარბა, დაშავებულია 15 800-ზე მეტი ადამიანი. დაინგრა 6 200-ზე მეტი შენობა.
მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაში. ბოლო მონაცემებით, სირიაში სტიქიას 1290-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.