პოლიტიკა

რუსეთმა ლუჰანსკის ოლქში მორიგი მასშტაბური შეტევა დაიწყო

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ ანგარიშში იუწყება, რომ რუსეთმა უკრაინის ლუჰანსკის ოლქში მორიგი მასშტაბური შეტევა დაიწყო.

ინსტიტუტში აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტები უტევენ ლუჰანსკისა და ხარკივის ოლქების საზღვართან მდებარე სვატოვო-კრემენნაიას მონაკვეთს, სადაც, მათივე ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ოკუპანტების აქტივობა გაზრდილია.

ISW-ში აცხადებენ, რომ რუსეთის ჯარები აღწევენ გარკვეულ წარმატებას სვატოვოს ჩრდილო-დასავლეთით, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები მოწინააღმდეგეს არ აძლევენ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევის საშუალებას.

“რუსული ძალები ეტაპობრივად იწყებენ შეტევას, მაგრამ მათი წარმატება არ არის ნიშანდობლივი ან წინასწარ გადაწყვეტილი”, – ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია